თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა ველომარათონის გამო გადაიკეტება

ველომარათონში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. შაბათს გადაიკეტება ტრანსპორტის მოძრაობა ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ველომარათონის გამო, რომელიც ეძღვნება „მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე“, ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

10:00-დან 11:00 საათამდე მელიქიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

მარათონი „თბილისი“ წელს პირველად გაიმართა

შესაბამისად, ბაგებიდან თავისუფლების მოედნამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბურთალოს გავლით იმოძრავებს.

ველომარათონი სტარტს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. ველოსიპედისტების ნაკადი თავისუფლების მოედანთან მობრუნდება და რბოლას პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებს.

ველომარათონის ორგანიზატორია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“. ველომარათონში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

ავტომობილების გარეშე დღის გატარების ტრადიცია ინგლისში 1997 წელს გაჩნდა, ერთი წლის შემდეგ კი საფრანგეთში გაგრძელდა. მაშინ ეს დღე სულ ოცამდე ქალაქში აღინიშნა. თუმცა 2001 წლისთვის მოძრაობაში 35 ქვეყნის ათასზე მეტი ქალაქი ჩაერთო.

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა >>

ღონისძიება ტარდება ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და იმ ნეგატიური ზეგავლენისგან გარემოს დაცვის მიზნით, რომელსაც ბუნებაზე საავტომობილო მოძრაობა ახდენს.