„ღამის ავტობუსში“ მგზავრებს სკამებზე წიგნები დახვდებათ

ახალი მარშრუტი, რომელიც გლდანის და ვარკეთილის რაიონებს დააკავშირებს, ერთსაათიანი შუალედით იმოძრავებს
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე მგზავრებს ღამის ავტობუსი მოემსახურება, სადაც მგზავრებს სკამებზე  წიგნები დახვდებათ, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

#222 ავტობუსი ყოველი პარასკევის და შაბათის ღამეს, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. მგზავრები იქ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვას შეძლებენ.

21 სექტემბრიდან თბილისში „ღამის ავტობუსი" იმოძრავებს

„ღამის ავტობუსის“ მარშრუტის გასაცნობად, თბილისის მერიის ორგანიზებით, მედიატური გაიმართა. „ღამის ავტობუსით“ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და თბილისში „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრეს და მათ ავტობუსის მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი მოიცავს დედაქალაქის დიდ ნაწილს და მგზავრებს გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშირებს.

„მარშრუტი მოიცავს ქალაქის კულტურულ ცენტრებს, სადაც პარასკევსა და შაბათს ყველაზე დიდი აქტივობაა. მათ შორისაა აბანოთუბანი, ახალი აღმაშენებლის გამზირი. ეს არის საპილოტე პროექტი. ჩვენ დავაკვირდებით ავტობუსზე მოთხოვნას და მარშრუტებთან დაკავშირებით შესაბამისი კორექციებიც იქნება. წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ტრანსპორტირება გვჭირდება თბილისში ღამის პერიოდში“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

ღამის ავტობუსი შემდეგ გაჩერებებზე გაჩერდება:

კალაძე: 15 სექტემბერს ქუჩების რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულდება

⦁ მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“;

⦁ ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“);

⦁ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;

⦁ ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;

⦁ სტადიონი „დინამო არენა“;

⦁ დავით აღმაშენებლის გამზირი #106;

⦁ პირველი რესპუბლიკის მოედანი;

⦁ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“;

⦁ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“;

⦁ ევროპის მოედანი;

⦁ ვახტანგ გორგასალის ქ. #7 - აბანოებთან;

⦁ დოდაშვილის მოედანი;

⦁ მეტროსადგური „ისანი“;

⦁ მეტროსადგური „ვარკეთილი“.

ახალი მარშრუტი, რომელიც „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა, ფუნქციონირებას დღეიდან დაიწყებს.