ეკატერინე გორგოძემ საფრანგეთის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლო 17 მატჩში სულ სამი მარცხი განიცადა
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების ლიდერი ეკატერინე გორგოძე (166-ე ნომერი WTA-ს რეიტინგში) საფრანგეთის ქალაქ სენ-მელოში მიმდინარე IТF-ს სერიის ტურნირის ნახევარფინალში ვერ გავიდა.

მატჩის მეოთხედფინალში ქართველი რუმინელ ირინა ბარასთან სამ სეთში დამარცხდა - 6:3, 1:6, 4:6. მატჩი ორსაათნახევარს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა

მატჩში გორგოძემ თავისი ჩაწოდება ექვსჯერ დათმო, ბარამ კი მეტოქეს სულ ოთხი ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა. რუმინელის მიერ მოგებული ბურთების მაჩვენებელიც უფრო მაღალი იყო - 81% 71%-ის წინააღმდეგ.

ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს ბოლო 17 მატჩის დროს მესამე მარცხი გახდა. მიმდინარე წლის ზაფხულზე გორგოძე ITF-სერიის ორი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ივლისში ჩოგბურთელმა მოიგო ასტანაში გამართული შეჯიბრება, აგვისტოში კი გერმანიის ქალაქ ჰეხინგემის ტურნირი მოიგო.