საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულებისა (1261) და ისრაელის (1247) გუნდებს შორის განთავსდა.
Sputnik

თბილისი,  20 სექტემბერი — Sputnik.  საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა–კოლას განახლებულ რეიტინგში 96–ე ადგილიდან 93–ე ადგილზე დაწინაურდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 1 254 ქულით ფარერის კუნძულებისა (1261) და ისრაელის (1247) გუნდებს შორის განთავსდა. 

ფეხბურთის ფასი: საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ფასი ერთა ლიგის მატჩების შემდეგ გაიზარდა

საქართველოს ნაკრების პროგრესი, რა თქმა უნდა, გუნდის უეფას ერთა ლიგაში წარმატებულ გამოსვლასთანაა დაკავშირებული. გასვლით მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთის გუნდს 2:0 სძლიეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი თბილისში გამართულ მატჩში ლატვიის ნაკრები მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

შემდეგ ორ მატჩს საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ჩაატარებს –  13 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე  ანდორას წინააღმდეგ ითამაშებს, 16 ოქრომბერს კი რიგაში ლატვიის გუნდს დაუპირისპირდება.

ფიფას რეიტინგში ლიდერ პოზიციაზე აღმოჩნდა ბელგიის ნაკრები, სამეულს რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ხორვატიის ნაკრები ასრულებს.