ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთში ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლო 16 მატჩიდან 14–ში გამარჯვება მოიპოვა.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთში ქალთა ნაკრების ლიდერი ეკატერინე გორგოძე (WTA-ს რეიტინგში 166-ე ადგილი) ITF-ის სერიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, რომელიც სენ–მელოში (საფრანგეთი) იმართება. 

ქართველი ჩოგბურთელი ჰეხინგენის ტურნირის ჩემპიონია

მერვედფინალის მატჩში გორგოძემ ორ სეტში (6:2, 6:4) დამაჯერებლად დაამარცხა კოლუმბიის წარმომადგენელი მარია გონსალესი.

ნახევარფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი ირინა ბარასა (რუმინეთი) და კაგლა ბუიუქჩაის (თურქეთი) შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ გორგოძემ ბოლო 16 მატჩიდან 14–ში გამარჯვება მოიპოვა. ასეთმა შედეგმა ქართველ სპორტსმენს შესაძლებლობა მისცა ზაფხულში ITF-ის სერიიდან ორი ტურნირი (ყაზახეთსა და გერმანიაში) მოეგო.

სენ–მელოში ტურნირი 23 სექტემბრამდე გაგრძელდება, მისი საპრიზო ფონდი კი 60 ათასი აშშ დოლარია.