რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა

უარის მიზეზი ისაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარდამჭერთა სია არ წარუდგენია.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) რეჟისორ გიორგი შენგელაიას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რეგისტრაციაზე უარის მიზეზი ის გახდა, რომ შენგელაიამ მხარდამჭერთა ხელმოწერები არ წარადგინა. პრეზიდენტად კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველებს უნდა შეეგროვებინათ და სამშაბათის 18:00 საათამდე წარმოედგინათ არანაკლებ 25 923 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ უფრო ნაკლები კონკურენტი რჩება

ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა აგვისტოს ბოლოს წარადგინა და ცესკოში შესაბამისი განაცხადი შეიტანა.

უფრო ადრე კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხელმოწერები წარმოადგინა 25-მა კანდიდატმა, აქედან 19-მა პარტიამ და ექვსმა საინიციატივო ჯგუფმა. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 13 კანდიდატი. პროცესი გრძელდება.

საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებით მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების საბოლოო ნუსხა 28 სექტემბერს გახდება ცნობილი.

თავდაპირველად რეგისტრაციისთვის ცესკოს 46-მა სუბიექტმა მიმართა, აქედან 26 საინიციატივო ჯგუფი და 20 პოლიტიკური პარტია იყო.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.