თბილისში კანადური კინოს დღეები მოეწყობა

ქართველი მაყურებელი ნახავს კანადური კინემატოგრაფიის როგორც კლასიკურ, გასული საუკუნის შუა პერიოდში გადაღებულ სურათებს, ისე ახალ ფილმებს.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 23-25 სექტემბერს კანადური კინოს დღეები გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

თამბაქოს მოხმარების აკრძალვა თეატრსა და კინოს შეეხო - მოწინააღმდეგეთა თვალსაზრისი

ფილმების ჩვენება იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და კანადის დელჰაუზის უნივერსიტეტი.

მაყურებელი იხილავს სხვადასხვა თაობის კანადელი რეჟისორების მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს.

ფილმები წარმოდგენილი იქნება ორიგინალის ენაზე ქართული სუბტიტრებით.

სეანსებზე დასწრება თავისუფალია. კანადური კინოს დღეების პროგრამას გაეცანით აქ.