ასეთი ფასები არსად არის – ექსპერტი ბათუმის უძრავ ქონებაზე

მთელ შავიზღვისპირეთში ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები საცხოვრებელ ფართზე ბათუმშია.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. უძრავი ქონება ბათუმში სერიოზულ კონკურენციას უწევს შავიზღვისპირეთის სხვა ქალაქების უძრავ ქონებას, მიაჩნია დეველოპერული კომპანია Hochbau-ს დირექტორთა საბჭოს წევრს ჯამალ ჰერმასის.

კობახიძე: ბინადრობის ნებართვაზე შესაბამის ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე განვიხილავთ

ამის შესახებ ჰერმასიმ განაცხადა პრესკონფერენციაზე თემაზე „უძრავი ქონება საქართველოში – რისკები და სარგებელი“, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ორშაბათს გაიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე, განვითარების პერსპექტივებზე და აღნიშნულ დარგში არსებულ პრობლემებზე.

„შავიზღვისპირეთის კურორტებს შორის ბათუმი ბევრი პარამეტრით იგებს. ანუ ეს ყველაზე ხელმისაწვდომი კვადრატული მეტრია შავი ზღვის სანაპიროზე“, — განაცხადა ჰერმასიმ.

ასეთი ფასები არსად არის – ექსპერტი ბათუმის უძრავ ქონებაზე

მისი ინფორმაციით, ზღვის სანაპიროდან 500 მეტრში უძრავი ქონების 1 კვადრატული მეტრის ღირებულება 500 დოლარიდან იწყება. მაქსიმალური ფასი 3000 დოლარს შეადგენს. 

„ასეთი ფასები არსად არის — არც სოჭში, არც ვარნაში, არც თურქეთის ზღვისპირეთში. საკურორტო ქალაქებს შორის ეს ყველაზე დაბალი ფასია. თანაც ბათუმის ინფრასტრუქტურა ყველაზე განვითარებულია შავიზღვისპირეთის ქალაქებს შორის, ასე რომ, ჩვენ მეგობრებს უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან სხვა ვარიანტი არ აქვთ“, — აღნიშნა ჰერმასიმ.

ასეთი ფასები არსად არის – ექსპერტი ბათუმის უძრავ ქონებაზე

მისი თქმით, საქართველოში უძრავი ქონების სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად ყველა პირობა არსებობს.

„ბათუმში ყველა კომფორტულად გრძნობს თავს, ყველას სურს უძრავი ქონება ბათუმში. მით უმეტეს, როდესაც გაფორმებას საჯარო რეესტრში ორი საათი სჭირდება, თანაც უცხოელმა შეიძლება მიიღოს საკრედიტო ლიმიტი წლიური 4-5%-იანი განაკვეთით“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.

 რა პირობით გაიყიდა კურორტი „ახტალა">>>

Global Promotion Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოჩელიშვილმა აღნიშნა, რომ ტურისტული უძრავი ქონება საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება.

„საქართველოს ტურისტული უძრავი ქონება ერთ-ერთი გაყიდვადი პროდუქტია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში. ის სულ უფრო პოპულარული ხდება. იურიდიულად აქ ძალიან ადვილია ქონების შეძენა. არარეზიდენტი პირებისთვის გარკვეული პლუსები არსებობს. ამის საშუალებით შესაძლებელია დროებითი ბინადრობის უფლების მიღება“, — განაცხადა გოჩელიშვილმა.

ასეთი ფასები არსად არის – ექსპერტი ბათუმის უძრავ ქონებაზე

დღეისათვის ერთი წლით ცხოვრების უფლების მისაღებად უცხოელმა უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება.

საქართველოში სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართა უძრავი ქონების, მიგრაციისა და ინვესტიციებისადმი მიძღვნილი პირველი დახურული გამოფენები GEOREX Batumi 2018 და GEOREX Tbilisi 2018, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გოჩელიშვილია.

ღონისძიების მთავარი მიზანია – უძრავი ქონების სფეროს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული ბაზრის პერსპექტივების გაცნობა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ GEOREX–ის საინფორმაციო პარტნიორია.