ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 65-ს მიაღწია

ძლიერმა ტაიფუნმა „მანგჰუტმა" ფილიპინების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს პარასკევს საღამოს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ფილიპინებზე ტაიფუნ „მანგჰუტის" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 65-ს მიაღწია, იუწყება РИА Новости პორტალ Rappler-ზე დაყრდნობით.

მიწისძვრა და ტაიფუნი იაპონიაში: დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 ადამიანი დაიღუპა, 16 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

„ტაიფუნ „მანგჰუტის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორშაბათს, 17 სექტემბერს, 65-მდე გაიზარდა, მათგან 54 კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში", - ნათქვამია პორტალზე გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 43 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, 64-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

ძლიერმა ტაიფუნმა „მანგჰუტმა" ფილიპინების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს პარასკევს საღამოს მიაღწია. ატმოსფერული, გეოფიზიკური და ასტრონომიული სამსახურის (PAGASA) ცნობით, არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე ქარის სიჩქარე საათში 170 კილომეტრს, ხოლო ლუსონის ჩრდილოეთით ქარის სიმაღლე კი 6 მეტრს აღწევდა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ტაიფუნი რეგიონში მცხოვრებ 250 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ამ დროისთვის მათი ნაწილი ევაკუაციის ცენტრებში არიან გადანაწილებული.