„თიბისი" ბანკის ფილიალში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

ოპერატორებმა და ბანკის მომხმარებლებმა შენობიდან გარეთ გამოსვლა მოასწრეს.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, „თიბისი" ბანკის ორთაჭალის ფილიალში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო, რამაც ხანძარი გააჩინა, იტყობინება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა ინტერესებს დაიცავს

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ოპერატორებმა და ბანკის მომხმარებლებმა შენობიდან გარეთ გამოსვლა მოასწრეს.

როგორც „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე (ხულიგნობა) და 187-ე ( სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით მიმდინარეობს.