ტრეფიკინგის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სანაპიროზე გადასვლის შემდეგ, მიგრანტების ნაწილი დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. იტალიელმა მესაზღვრეებმა მიგრანტების ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იტალიაში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ქართველი დააკავეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მიგრანტებით სავსე ნავი ღამით შენიშნეს და დაედევნენ. ნავში 9 არალეგალი იმყოფებოდა, მათ  შორის ორი ქალი და ერთი ბავშვი.

მიგრანტების ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

სანაპიროზე გადასვლის შემდეგ, მიგრანტების ნაწილი დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს.