ბათუმელმა ქალმა პირველი შვილი 50 წლის ასაკში გააჩინა

ახალშობილის მამა 60 წლის მამაკაცია, მისთვისაც ეს პირველი შვილია
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში 50 წლის ქალსა და 60 წლის მამაკაცს პირველი შვილი ეყოლათ, დაწერა კლინიკა „მედინას“ გინეკოლოგნა ინდირა ბოლქვაძემ.

ოთხი ტყუპი და კიდევ ორი შვილი – არაორდინარული ისტორია ბათუმიდან >>

ჯანმრთელი გოგონა საკეისრო კვეთის დახმარებით დაიბადა. ახალშობილი 2,7 კილოგრამს იწონის, სიმაღლე — 47 სმ.

„ჩვენი ყველაზე ბედნიერი, ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე მშობლები, მშობლები რომლებიც დიდხანს ელოდნენ პატარა ანასტასიას. უფლის დიდი სასწაულითა და ბევრი კეთილი ადამიანის დაუზოგავი შრომით შედეგი სახეზე გვაქვს. უფალმა დიდხანს და ბედნიერად ამყოფოს თქვენი პატარა ოჯახი“, — დაწერა ბოლქვაძემ Facebook-ზე.

ცნობილია, რომ წყვილი შვილს ოთხი წელი ელოდა.