ტყიბულში მიკროავტუბუსი ამოტრიალდა: არის მსხვერპლი

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მღოლი საჭეს ნასვამი მართავდა
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა ტყიბულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

გარდაცვლილი ქალბატონია. ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზაში ამოტრიალდა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მძღოლი საჭეს ნასვამი მართავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.