ძლიერმა სეტყვამ ასპინძა დააზარალა

სეტყვამ ყველაზე მეტად სოფელი ნიჯგორი დააზარალა.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ძლიერმა სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი სრულად გადამუშავდა

ადგილობრივების თქმით, 11 სექტემბრის ღამით მოსული სეტყვა 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

სტიქიამ სოფელ ნიჯგორში, საროსა და ხიზაბავრაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ბოსტნეულის ნარგავები დააზიანა. განსაკუთრებული ზიანი სოფელ ნიჯგორის მოსახლეობას მიადგა – სეტყვამ ხეხილისა და ბოსტნეულის დაახლოებით 30% გაანადგურა.

სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ასპინძის მერიაში არსებული სპეციალური კომისია დაადგენს, რომელიც მუშაობას დღეს შეუდგება.