კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების ბაზრის საკვანძო მოთამაშეები თბილისში შეიკრიბნენ

კომპანია Argus Media-ს წარმომადგენელმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ტარდება „კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის" კონფერენცია საქართველოში.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო კონფერენცია „Argus კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018" დაიწყო.

ღონისძიება აერთიანებს ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ტერმინალების წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საწვავისა და მშრალი ტვირთების მომხმარებლებს. კონფერენციის ორგანიზატორია კომპანია Argus Media.

კასპიის–შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი – საქართველომ შეიძლება ყაზახეთის ნავთობი მოიზიდოს

„როგორც ხედავთ, აქ მრავალი სტუმარი შეიკრიბა, ბაზრის საკვანძო მოთამაშეები, მთელი კასპიის რეგიონიდან. ამასთან, აქ არიან სტუმრები ევროპიდან, მყიდველები ცენტრალური აზიიდან და რუსეთიდან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ კონფერენციაზე ძალზე სერიოზული საკითხები განიხილება", – განაცხადა შეფასების დამოუკიდებელი სააგენტო Argus-ის კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ვიცე-პრეზიდენტმა ტიმურ ილიასოვმა.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი საქართველოზე ღონისძიების ჩატარების ადგილთან დაკავშირებით.

„იმიტომ, რომ საქართველოს ძალზე მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ის გზაჯვარედინზეა აღმოსავლეთიდან მომწოდებლებსა და დასავლეთელ შემსყიდველებს შორის. ამიტომ ველოდებით, რომ სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში მიწოდება გაიზრდება", - აღნიშნა ილიასოვმა.