თელავში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა: არიან დაშავებულები

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავარია კახეთში: არიან დაშავებულები

„ოპელის“, „ნივის“ და მინივენის  ტიპის ავტომობილების შეჯახების  შედეგად, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სამმა მგზავრმა, რომელთა შორის ერთი ქალია. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ტელეკომპანიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.