თბილისი ამსტერდამი არ გახდება: მარიხუანას ყველა და ყველგან ვერ მოწევს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მარიხუანის უკონტროლო მოხმარებას ებრძოლოს.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივ ადგილებში კანონით დაისჯება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში ივლისის ბოლოს მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებული გახდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. ამის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების შეზღუდვას აპირებს.

„დასჯადი არ იქნება მარიხუანის მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეში... საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ყველა სახის მარიხუანის მოხმარება იქნება დასჯადი, 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება ყველა სახის სივრცეში ასევე დასჯადი იქნება. მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება. ასევე 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში სისხლის სამართლის წესით დაისჯება", – განაცხადა გახარიამ.

დავთესოთ თუ არ დავთესოთ? ანუ რა სარგებლობა მოაქვს კანაფს

ასევე, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში შეიზღუდება რიგი სამოქალაქო უფლებები, მათ შორისაა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

„მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტიანი რეგულაციის საშუალებას, რაც გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი მაქსიმალურად შემცირდეს", – განაცხადა გახარიამ.

შსს-მ სექტემბრის დასაწყისში მოამზადა კანონპროექტი შეზღუდვების დაწესების შესახებ მარიხუანის მოწევაზე. კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს წარადგინეს, რის შემდეგაც დოკუმენტს განსახილველად პარლამენტს წარუდგენენ.

„ქართული მარიხუანა ექსპორტზე - რეალობა თუ წინასაარჩევნო დაბოლება">>

შსს-ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანის მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.