თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ში საქართველოდან ექსტრადირებული რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, იუწყება РИА Новости ნიუ-იორკში რუსეთის გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით.
რუსეთის მოქალაქეს საფინანსო დაწესებულებების სისტემების გატეხვის მცდელობა ედება ბრალად. საუბარია აშშ-ის საფინანსო დაწესებულების კლიენტთა მონაცემების მოპარვაზე, რომელიც ისტორიაში უმსხვილესი გახდა.
რუსეთის მოქალაქის ექსტრადირებას აშშ-თან ერთად რუსეთიც მოითხოვდა>>>
„სასამართლო შაბათს ჩატარდა, მას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი ეთქვა", - განაცხადა სააგენტოსთან თანამოსაუბრემ.
მანამდე ანდრეი ტიურინის საქართველოდან ექსტრადირების შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, გამოძიებათა ფედერალური ბიურომ და პროკურატურამ განაცხადეს.
საქართველოში 35 წლის ტიურინი აშშ-ის მოთხოვნით 2017 წლის დეკემბერში დააკავეს.
აშშ-ის ხელისუფლება ტიურინს ბრალს სდებს აშშ-ის ტერიტორიაზე საფინანსო დაწესებულებების, საინფორმაციო სააგენტოების, ბროკერული კანტორების სისტემების გატეხვის მცდელობებში და კიბერშეტევებში ამერიკულ და უცხოურ კომპანიებზე.