ბაკურიანში ახალი საკანალიზაციო ქსელი 20-მდე ობიექტზე მოეწყო

ტურისტულ ზონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგება გრძელდება
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. დაბა ბაკურიანში დამატებით 20-მდე ტურისტულ ობიექტზე ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო, იუწყება ბაკურიანში მოქმედი წყალმომარაგების კომპანია United Water Supply Company საკუთარ Facebook-გვერდზე. 

კომპანიის ცნობით, ტერიტორიაზე, სადაც ეს ობიექტებია განთავსებული, წყალარინების ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა. დამსვენებლებს ზამთრის კურორტი ახალ სეზონზე უკვე  წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით მოემსახურება.

გუდაურსა და ბაკურიანს სერიოზული ცვლილებები ელის

„ტურისტულ ობიექტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, აქედან გამომდინარე საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის ქსელი განვითარებას საჭიროებდა“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

შესაბამისი სამუშაოები კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა უკვე დაასრულა.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ტურისტულ ზონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგება გრძელდება.

ზამთრის სეზონი საქართველოს კურორტებზე დეკემბრის ბოლოს იწყება და აპრილის ბოლოს იხურება.