შაკირასა და პიკეს სახლი, შესაძლოა, ქართველმა „კანონიერმა ქურდმა" გაქურდა

ქართველ „კანონიერ ქურდს", რომელიც ესპანეთში კრიმინალურ დაჯგუფებას მართავს, ბინების გაქურდვაში სდებენ ბრალს.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდი" გოჩა მაისურაძე, მეტსახელად „გოგიტა" რამდენიმე სახლის გაქურდვის ბრალდებით დააკავა, იუწყება ტელეარხი Imedi ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

„მივდივარ ციხეში”: ქართველი მოკრივე ამერიკის ციხეში კიდევ 10 წელს გაატარებს

მაისურაძე ბარსელონაში დააკავეს, სადაც ის, გამოძიების მონაცემებით, კრიმინალურ დაჯგუფებას მართავდა. ამ დაჯგუფების გეგმებში შედიოდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ძვირადღირებული სახლების გაქურდვა.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონისა" და ესპანეთის ნაკრების მცველის ჟერარ პიკესა და კოლუმბიელი მომღერლის შაკირას სახლი ესპლუგეს დე ლიობრეგატში მაისურაძის დაჯგუფებამ გაქურდა.

ინფორმაციას მაისურაძის დაკავების შესახებ საქართველოს შსს ამ ეტაპზე არ ადასტურებს.