მეგობრობა და თანამშრომლობა - რაზე ისაუბრეს ბახტაძემ და სომხეთის პრეზიდენტმა

საქართველოს მთავრობის მეთაური ერევანში მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობას ხვდება
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდებიან? >>

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების დასახვას შეუწყობს ხელს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა წლის ბოლომდე იგეგმება.

„ბახტაძის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას მისცემს სტიმულს“, — ციტირებს სარქისიანს „Sputnik-სომხეთი“.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო, ისევე, როგორც სომხეთი, წელს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობს და სარქისიანს მნიშვნელოვანი თარიღი წინასწარ მიულოცა.

ბახტაძე უკვე შეხვდა თავის სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს და პარლამენტის სპიკერს არა ბაბლოიანს. საქართველოს პრემიერმა სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მეგობრობა და თანამშრომლობა - რაზე ისაუბრეს ბახტაძემ და სომხეთის პრეზიდენტმა

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი და რუსლან პოღოსიანი შედიან.

მიზანი – 1 მილიარდი დოლარი: საქართველო და სომხეთი ტვირთბრუნვას გაზრდიან

მანამდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი 30-31 მაისს იმყოფებოდა.

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.