ჟანრი ლოლაშვილი: ის დღეები მახსენდება, როცა პლეხანოვზე საოცრება ხდებოდა

გადაცემაში „სხვა მხარე“ ჟანრი ლოლაშვილი ბავშვობის წლებს და მაშინდელ ურთიერთობებს იხსენებს.
Sputnik

„ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი დროა, ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ დრო, რომელიც ღმერთმა ამ ქვეყნად საცხოვრებლად გვიბოძა“- აცხადებს ჟანრი ლოლაშვილი.

ჟანრი ლოლაშვილი-მსახიობი, დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები. რუსთაველის თეატრში აღსანიშნავი მისი როლები: გრენგოლი ("გუშინდელნი"), მწერალი ("ყვარყვარე"), მერკუციო ("რომეო და ჯულიეტა"), მთხრობელი ("კავკასიური ცარცის წრე"), ავშაროვი ("ქალის ტვირთი"), მასხარა ("ლირი"), ლუარსაბი ("კაცია-ადამიანი?!"). 2000 წელს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „კაცია-ადამიანი?!" რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი" მიენიჭა.