მაშველებმა შავ ზღვაში ორი დამსვენებელი გადაარჩინეს

მიუხედავად გამოცხადებული საშტორმო მდგომარეობისა, დამსვენებლები ზღვაში მაინც შედიან
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ურეკში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 4-ბალიან შტორმში, ზღვიდან ლატვიის მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 44 წლის ქალბატონის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრხე არ ემუქრება.

შავ ზღვაზე კვლავ საშტორმო მგომარეობა გამოცხადდა

მაშველების დახმარება დასჭირდათ  გონიოშიც — 27 წლის მამაკაცი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ამ წუთებში შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. ზღვაში ბანაობა 10 სექტემბრის 10:00 საათამდე აკრძალულია. სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმებია გამოფენილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს. 

შაბათს მაშველებმა შტორმის დროს ზღვიდან 23 ადამიანი გამოიყვანეს.