ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად აკუმულატორების საწყობი და საამქრო დაიწვა

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობაზე  აკუმულატორების საწყობი და საამქრო დაიწვა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.

ხანძარი  ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე  6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.