გორში 36 წლის ახალგაზრდა 78 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაზარალებულს მისსავე სახლში ფიზიკურად გაუსწორდა და ემუქრებოდა.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში 1982 წელს დაბადებული ი. გ., ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 77 და 65 წლის ქალები დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა 78 წლის რ.ე.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა  და ემუქრებოდა. 

დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, როს გამოც ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო  დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც მას  შესაბამისი დახმარება გაეწია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.