საკლასო ოთახში დახატული შიშველი ქალები და ხატვის გამო დასჯილი მომავალი მხატვარი

მხატვარი გიორგი სონღულაშვილი ძველი თაობის ხელოვანია. უკვე სტუდენტობის დროს და შემდეგაც ხშირად იღებდა მონაწილეობას თბილისში გამართულ გამოფენებში
Sputnik

მხატვარი გიორგი სონღულაშვილი ძველი თაობის ხელოვანია. სტუდენტობის დროს და უკვე შემდეგ, სამხატვრო აკადემიის დამთავრების მერე ის ხშირად იღებდა მონაწილეობას თბილისში გამართულ საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში – გამომცემლობა „მერანის“ საგამოფენო დარბაზში და ხელოვნების მუშაკთა სახლში. მისი ქანდაკებები დადგმულია საქართველოსა და ყაზახეთში.

საკლასო ოთახში დახატული შიშველი ქალები და ხატვის გამო დასჯილი მომავალი მხატვარი

– ბატონო გიორგი, თქვენ მეხსიერებას ალბათ შემორჩა რაიმე საინტერესო ამბავი ბავშვობიდან და სწორედ იქიდან დავიწყოთ საუბარი...

– სოფელ დიღმის მკვიდრი ვარ. ხელოვანების გარემოში არ გავზრდილვარ, მამაჩემი ხელოსანი და ამავდროულად ბაპტისტური ეკლესიის მსახური იყო. მეხუთე კლასში რომ ვიყავი, ხატვის გამო დავისაჯე. ასეთი რამ გადამხდა: ჩვენ მეზობლად ერთი ლოთი კაცი მოდიოდა სტუმრად და როცა დალევდა, კედლებზე სულ შიშველ ქალებს ხატავდა. პრიმიტივისტი იყო და ნახშირით ხატავდა. როცა ვუყურებდი, ეგრევე გადავიღე და ხატვა ძალიან გამიადვილდა. ამის მერე მეც დავიწყე ხატვა. მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი და ჩემი ნახატები ყველას უკვირდა – ვა, რა მაგრად ხატავსო. მეც გამიტკბა ქება და სკოლაშიც დავიწყე ხატვა. როცა უფროსკლასელებმა ეს ამბავი გაიგეს, მოდიოდნენ და მთხოვდნენ, მოდი, ჩვენც დაგვიხატეო.

საკლასო ოთახში დახატული შიშველი ქალები და ხატვის გამო დასჯილი მომავალი მხატვარი

– ანუ ძირითადად შიშველ ქალებს ხატავდით?

– დიახ, შიშველ ქალებს, თუმცა, აქ უხამსობა არაფერი იყო – იმ დახატული ქალებიდან ზოგს მტრედი ეჯდა თეძოზე, ზოგს მხარზე ყვავილი ჰქონდა. მოკლედ, ძალიან სიმპათიური ქალები იყვნენ. ხატვას როცა ვიწყებდი, ბიჭები გოგოებს კლასიდან გარეთ ყრიდნენ. ძალიან მოსწონდათ და მეც ვუხატავდი. შეკვეთებსაც ვიღებდი. ჰოდა, ერთხელაც, როცა ხატვა დავიწყე, საკლასო ოთახის კარი, თურმე, ღია დაგვრჩა. მე მერხის გარშემო ვხატავდი და ბიჭები თონესავით იყვნენ გარშემო შემოლაგებული და მიყურებდნენ როგორ ვხატავდი. ერთი გოგო შემოგვეპარა, შემოიხედა და ნახა რასაც ვხატავდი. ეგრევე გავარდა სამასწავლებლოში და დაგვაბეზღა – მასწავლებელო, გიორგი სონღულაშვილი გარყვნილ რაღაცეებს ხატავსო.

საკლასო ოთახში დახატული შიშველი ქალები და ხატვის გამო დასჯილი მომავალი მხატვარი

– ეს ამბავი სამხატვრო სასწავლებლით დამთავრდა თუ არა?

– სამხატვრო აკადემიაში ოთხი წელი ვაბარე. 70-იანი წლების ბოლო იყო და ყველას არ რიცხავდნენ, მეც მათ შორის ვიყავი. ბოლოს ჩხუბი და გარჩევები იყო და საბოლოოდ ვერ მოვხვდებოდი, რომ არა ერთი შემთხვევა: აღმოჩნდა, რომ ერთმა ბიჭმა, ვინც აბარებდა, „ვეფხისტყაოსნის“ გმირები არ იცოდა. ის ვერ ჩაირიცხა და სამი კაცი ჩავჯექით თანაბარი ქულებით. აკადემია 1981 წელს დავამთავრე. აკადემიამდე ქანდაკებაზე ვისწავლე. ყველგან კარგი ლექტორები გვყავდა და ყველასთან თბილი დამოკიდებულება გვქონდა. ჩემი ქანდაკებები დადგმულია საქართველოში, ლაგოდეხის რაიონში და ყაზახეთში, სადაც სამი ქანდაკება გავაკეთე. დღეს მინდა, რომ ბევრი რამ გავაკეთო, მაგრამ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ საქართველოდან უნდა წავიდე. აქ არანაირი შანსი არ არის, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არავის ვუნდივართ...

 

G
M
T
      
Звуковая функция ограничена 200 символами