ქობულეთში 16 წლის გოგონა შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ იმსხვერპლა

მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 16 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ვაზიანში სამხედრო მოსამსახურე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ერთი ვერსიით, გოგონას არასრულწლოვანი ძმის მიერ სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვია შემთხვევით მოხდა, ხოლო მეორე ვერსიის თანახმად, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ამ დროს  გავარდნილმა ტყვიამ იმსხვერპლა. მეზობლის განცხადებით, ინციდენტის დროს სახლში მხოლოდ და-ძმა იმყოფებოდა.

გოგონას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.