ექვსი წლის ბიჭი დედის მკვლელობის საზარელ დეტალებს იხსენებს

ბავშვმა, რომელიც 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის მოწმე გახდა, გამოძიებას ჩვენება მისცა.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi2-მა ექვსი წლის ბიჭის ჩვენება გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარი დედის, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის დეტალებს იხსენებს.

მიმდინარე წლის 13 აპრილს მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტზე მისი მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა თამარ გამრეკელაშვილს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა და მიიმალა. ბაქრაძე მკვლელობიდან მეორე დღეს სოფელ თელეთში დააკავეს. დანაშაულის მოტივად დასახელებულია უთანხმოება ბრალდებულსა და მის ყოფილ მეუღლეს ნათია გობაძეს შორის, რომელიც მოკლულის დედა იყო.

ვეფხია ბაქრაძემ მოკლა თუ არა 25 წლის ქალი შვილების თვალწინ – ბრალდებულის აღიარება>>>

„როგორც მცირეწლოვანმა ბავშვმა განაცხადა, დედამისი კარის წინ იატაკზე იწვა, ის და მისი ძმა კი სამზარეულოში იდგნენ და ტიროდნენ. ბავშვმა განაცხადა, რომ ვეფხომ (ვეფხია ბაქრაძე - რედ.) მას დანა მისცა და აიძულებდა რომ ბავშვს დედისთვის დანა ჩაერტყა. როგორც ბავშვმა განმარტა, მან ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა და ხელი გვერდზე გასწია, რადგან არ უნდოდა დედისთვის დაერტყა", – ტელეკომპანიას საქმის მასალებიდან ამონარიდი მოჰყავს.

პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს

ბავშვმა გამომძიებლებს ასევე უამბო, რომ ბაქრაძე მათ სახლში ელოდებოდა, სანამ ახალგაზრდა ქალი საბავშვო ბაღიდან ბავშვების გამოსაყვანად იყო წასული.

„როცა დედამ იგი დაინახა, დახმარებისთვის მეზობლების დასაძახებლად დაყვირება უნდოდა და ვეფხიას უთხრა – „არ მომკლა", მაგრამ ვეფხიამ დედას გაჩუმება აიძულა და იგი ბინის შემოსასვლელში დაიჭირა. ვეფხო ზურგს უკან დანას მალავდა, რომელიც გამრეკელაშვილს ყელში ჩაარტყა", - ციტირებს ტელეკომპანია ბავშვის სიტყვებს.

ასევე ბავშვმა გაიხსენა, რომ ბაქრაძემ, მას შემდეგ, რაც ქალი მოკლა და ბავშვს დედისთვის დანის დარტყმას აიძულებდა, მოკლულს ხელი ფეხზე მოჰკიდა და სააბაზანოში შეათრია. მაგრამ როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაიგონა, ფანჯრიდან გადახტა.

ვეფხია ბაქრაძეს დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. მას 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.