„წითელ ხიდთან" ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდთან" მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ვარკეთილში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ფორდის" მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და „ჟიგულის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

დაშავებულთაგან ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლია, ათი კი მიკროავტობუსის მგზავრი. ამ დროისთვის ყველა დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ოთხი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი.