საქართველოს სკოლებში Wi-Fi ჩაირთვება

69 სკოლიდან, რომლებშიც Wi-Fi დამონტაჟდება, 50 სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს.
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მასშტაბით 69 საჯარო სკოლაში უკაბელო ინტერნეტის დამონტაჟების შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა.

პრემიერი და მინისტრები აღნიშნულ საკითხს ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ პროგრამაში მნიშვნელოვან როლს იკავებს ინტერნეტიზაცია და მთლიანობაში გაციფრულება და დიგიტალიზაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილია. 69 საჯარო სკოლაში უკაბელო ინტერნეტს დაამონტაჟებენ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 50 სკოლა წარმოდგენილია სხვადასხვა რეგიონში", – განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის პროფესორები სკოლებში გაკვეთილებს ჩაატარებენ

პრემიერის განცხადებით, სწავლის პროცესში უკაბელო ინტერნეტთან წვდომა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სწორედ სწორედ გაციფრულება და ინტერნეტიზაცია იქნება ჩვენი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნშვნელოვანესი კომპონენტი", – თქვა ბახტაძემ.

უფრო ადრე განათლების მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყების ახალი სამოქმედო პროგრამა წარმოადგინა, რომელიც განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებას ითვალისწინებს ყველა დონეზე.

ინიციატივა მოზარდებს შორის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისკენაა მიმართული. ამისთვის, როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, განხორციელდება პროექტი „ევრიკა", რომლის ფარგლებშიც მოწინავე მეცნიერები და დარგის სპეციალისტები სხვადასხვა საგნებში არასტანდარტულ გასართობ გაკვეთილებს ჩაატარებენ.