თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 16%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 79%-ით (170700 ბოთლი), პოლონეთი - 31% (2121474), დიდი ბრიტანეთი - 17% (52732), აშშ - 2% (291640).
ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 65% (30456), გერმანია - 32% (339 370), ნიდერლანდები - 25% (42735), ლიეტუვა - 12% (280 338), ლატვია - 12% (1077696), ესტონეთი - 2% (336302) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი - 81% (140370), უკრაინა - 40% (6070218), ყაზახეთი - 36% (2313378), რუსეთი - 17% (33270854), ბელარუსი 12% (1012062) და სხვ.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი (33270854), უკრაინა (6070218), ჩინეთი (4113328), ყაზახეთი (2313378) და პოლონეთი (2121474).
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25% შეადგინა.
ამასთან, იანვარ–აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 8 თვის მონაცემებს.
ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდამ 9% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238,9 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 80%.
სულ ექსპორტირებულია 692,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სულ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 198,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.