მედიაფორუმი თბილისში მტკივნეულ საკითხებს განიხილავს

მედიაფორუმის განხილვის მთავარი თემაა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მასმედიის რეგიონული პოლიტიკური კულტურის ტრადიციებისა და აქტუალური ტრენდების თავისებურებანი და მათი პოტენციალი კონფლიქტების გადაწყვეტასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საბჭოთა კავშირის დაშლა დღემდე გრძელდება, და ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ ზოგიერთი ქვეყნები ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს მტკივნეულად განიცდიან, განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა ალექსეი მალაშენკომ საერთაშორისო სამხრეთკავკასიურ მედიაფორუმზე თბილისში.

საქართველომ მედიაფორუმის რუსი მონაწილეების ქვეყანაში შემოსვლაზე უარი განაცხადა

„დიახ, საბჭოთა კავშირის დაშლა დღემდე გრძელდება. აბა რატომ განვიხილავთ ასე მტკივნეულად ამ ყველაფერს? სად გინახავთ დღეს ნორმალური საზღვრები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის?“ — განაცხადა მალაშენკომ.

საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მასმედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში“ თბილისში პარასკევის ჩათვლით გაიმართება. მასში მონაწილეობენ ექსპერტები რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ის მიმდინარეობს ანტირუსული ახალგაზრდული საპროტესტო ფონზე, რომელიც ტარდება სასტუმროს შესასვლელთან, სადაც შეხვედრები მიმდინარეობს. ფორუმის ორგანიზატორებს — რუსულ ცენტრს „ჩრდილოეთი-სამხრეთი" ბოლო მომენტში პროგრამის შეცვლა მოუწია: გუშინ ქართულმა მხარემ რუსეთიდან სამი მონაწილის ქვეყანაში შემოშვებაზე უარი განაცხადა.

მედიაფორუმის განხილვის მთავარი თემაა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მასმედიის რეგიონული პოლიტიკური კულტურის ტრადიციებისა და აქტუალური ტრენდების თავისებურებანი და მათი პოტენციალი კონფლიქტების გადაწყვეტასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.

Алексей Малашенко

იმ ვითარების კომენტირებისას, რომლის ფონზე მიმდინარეობს შეხვედრა, ალექსეი მალაშენკომ ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი გააკეთა და აღნიშნა, რომ „კავკაზ — დელო ტონკოიე“. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციაში განსაკუთრებულს არაფერს ხედავს.

„დიახ, ადამიანები გამოდიან, ყვირიან — ეს მათი უფლებაა, ეს პოლიტიკური აქტიურობაა“, — განაცხადა ექსპერტმა. ამავდროულად, მან დაგმო ქართული მხარის ქმედებები, რომელმაც მისი კოლეგები რუსეთიდან ქვეყანაში არ შეუშვა.

„ჩვენ აქ ჩამოვედით კომუნიკაციისთვის და ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ — განსხვავებული შეხედულებებით, განსხვავებული პოზიციებით, სხვადასხვა მოსაზრებებით. ის დრო დასრულდა, როცა ჩვენ ყველანი ერთნაირები ვიყავით ", — განაცხადა მალაშენკომ.

ექსპერტის აზრით, თბილისში მედიაფორუმის ჩატარების მთავარი მიზანია შეხედულებების გაცვლა, რათა მომავალში „თანდათანობით ნორმალური ურთიერთობები დამყარდეს“.