თელავი ახალგაზრდულ ბანაკს უმასპინძლებს

სწავლების ფარგლებში მონაწილეები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს პროფესიონალებისგან პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თელავი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ბანაკს უმასპინძლებს 8-11 სექტემბრის პერიოდში, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ოთხდღიანი ბანაკი 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.

ყველა მონაწილეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისადმი მიძღვნილი რიგი სესიები, პრაქტიკული დავალებები, ჯგუფური მუშაობა და პროფესიული განვითარება ელოდება.

საქართველოში ახალგაზრდა კომპიუტერული გენიოსებისთვის უჩვეულო ბანაკი იხსნება

სასწავლო პროცესის დროს მონაწილეები ამ სფეროს პროფესიონალებისგან პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ.

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლაა საჭირო. ამისთვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის გავლა კი 2018 წლის 2 სექტემბრამდეა შესაძლებელი.

თელავში ახალგაზრდული ბანაკი თელავის მერიისა და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება.