ბათუმში ახალგაზრდა უცხოელი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან სავარაუდოდ გადმოხტა.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

20 წლამდე ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის აჭარაში დროებით ცხოვრობს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული თავდაპირველად კონტაქტური იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

უშგულში კოშკიდან 19 წლის ბიჭი გადმოვარდა

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ  ქალი მეხუთე სართულიდან სავარაუდოდ გადმოვარდა. უფრო ზუსტად რა მოხდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

აჭარის ტელევიზიას კი მომხდარის სხვა ვერსია აქვს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან სავარაუდოდ გადმოხტა. 

თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდას მშობლებიც სახლში იმყოფებოდნენ. თუმცა ოჯახის წევრები მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.