ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ბუდაპეშტში ოქროს მედალი მოიპოვა

ტურნირზე გამარჯვების შედეგად ზაზა ნადირაძეს პრიზის სახით 1500 ევრო გადაეცა.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე Red Bull Vizisprint-ზე, ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართველი კანოისტი მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ვერ ავიდა

ტურნირზე მიწვეული მხოლოდ ტიტულოვანი სპორტსმენები იყვნენ. ქართველმა სპორტსმენმა ორი გაცურვა ზედიზედ მოიგო. ამ ტურნირზე გამარჯვების შედეგად ზაზა ნადირაძეს პრიზის სახით 1500 ევრო გადაეცა.

26 აგვისტოს, ზაზა ნადირაძემ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 200-მეტრიან დისტანციაზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ნადირაძემ დისტანცია 40,226 წამში გადალახა და საპრიზო ადგილისთვის მას 0,183 წამი დააკლდა.

შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ნადირაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა. წელს კი ევროპის ჩემპიონატზე სერბეთში ოქროს მედალი მოიპოვა.