თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე თურქმა სამართალდამცველებმა 24 წლის მამაკაცი და 27 წლის ქალი დააკავეს, იუწყება პირველი არხი.
თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე მამაკაცს უზბეკეთის მოქალაქე ქალი თურქეთში ჩემოდანში დამალული გადაჰყავდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში მყოფი მამაკაცი საეჭვოდ მიიჩნიეს და როდესაც მისი ჩემოდანი შეამოწმეს, იქ ქალი აღმოაჩინეს.
გაირკვა, რომ უზბეკეთის მოქალაქეს თურქეთში შესვლა ხუთი წლის ვადით ჰქონდა აკრძალული.