იტალიაში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ქართველი დააკავეს

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და მანამდე საფრანგეთში ცხოვრობდა
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. იტალიაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იტალიური მედიის ცნობით, საქმე ეხება 1 სექტემბერს, ქალაქ ავეტრანაში (ტარანტოს პროვინცია) მომხდარ ინციდენტს. იტალიის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 40 წლის ქართველი, რომელიც მანამდე საფრანგეთში ცხოვრობდა.

იტალიაში საქართველოს 24 წლის მოქალაქე დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, გ.ბ. დანით დაესხა თავს გერმანიის მოქალაქეს და ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. დაჭრილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველის მიერ ნაქირავებ ბინაში სახლის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი მივიდნენ. მათ გ.ბ.-ს ქირის გადახდა მოთხოვეს. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაკავებული ტარანტოს ციხეშია გადაყვანილი. გამოძიების ცნობით, ის წარსულში ნასამართლევია.