„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე დააკავეს

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი, 1986 წელს დაბადებული გიორგი ჭელიძე  დააკავეს, ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული მარში“ ფეხბურთელის წინააღმდეგ - აქცია მატჩზე საქართველო-ლატვია

„საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრი სამართალდამცველებმა მათ ვებგვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დააკავეს.

„მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, რაც  2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.