„დამწვარია 10 ჰექტარი ტყე. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ტყის სახანძრო სპეცმანქანები. ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ, ასევე პროცესში ჩართულია ვერტმფრენი“, - აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.
ფეიქრიშვილის ინფორმაციით, ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხანძრის სრულად ლოკალიზება დღეს მოხდება.