თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პროკურორი გივი შენგელია, რომელსაც წყალტუბოში სამხედრო მოსამსახურეზე ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად, 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ნათქვამია სასამართლოს Facebook–გვერდზე.
მამაკაცებს შორის კამათი 24 აგვისტოს მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც პროკურორმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთისა და მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გ.შ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულს, გირაოს — 5 ათასი ლარის გადახდის ვადად, 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.
შენგელია საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ბიძაშვილია.