საქართველოს პრეზიდენტობისთვის კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იბრძოლებს

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანეს.
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

„ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ძალიან უჭირს ქვეყანას“, — განაცხადა გიორგი შენგელაიამ. 

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანეს.

ვის და რამდენს უხდის ბიძინა ივანიშვილი ფონდ „ქართუდან“

„მყავს საინიციატივო ჯგუფი პეტრე მამრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც იყო ედუარდ შევარდნაძის, ზურაბ ჟვანიას კანცელარიის უფროსი; ცნობილი დოკუმენტალისტი გია ჭუბაბრია; დირიჟორი ავთო მამაცაშვილი, რომელმაც ჩაწერა „ვერის უბნის მელოდიები“, ასევე კინოწარმოების ოპერატორი ნუგზარ ნოზაძე და ჩემი ყველაზე ახლობელი მეგობარი ირაკლი მელაძე“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

გიორგი შენგელაია გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს პენსიების გაზრდას პირდება. 

გიორგი შენგელაია  1937 წლის 11 მაისს რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასა და მსახიობ ნატო ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა. გიორგი შენგელაია ავტორია ფილმების „ალავერდობა“, „ვერის უბნის მელოდები“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ხარება და გოგია“, „ორფეოსის სიკვდილი“, „სიყვარული ვენახში“. გადაღებულია ფილმებში: „ჩვენი ეზო“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და სხვა.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი ოფიციალურად აიღო

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია არჩევნების გამართვამდე 50-ე დღეს სრულდება. საქართველოს პრეზიდენტის წარდგენის უფლება აქვს პარტიას ან ხუთი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს. დღეისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დარეგისტრირებისთვის 31-მა ადამიანმა მიმართა.

კანონის თანახმად, ცესკო რეგისტრაციას არჩევნებამდე 30 დღით ადრე ამთავრებს. საპრეზიდენტო კანდიდატს უფლება აქვს საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე 10 დღით ადრე მოხსნას.