ქართველი ჩოგბურთელი US Open-ის მეორე რაუნდში გავიდა

მომდევნო რაუნდში ბასილაშვილი ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად „დიდი სლემის“ — US Open-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა, რომელიც ნიუ-იორკში დაიწყო.

სასტარტო მატჩში US Open-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა ხუთ სეტში მოუგო სლოვენიელ ალაჟ ბედენეს (78) — 6:2, 4:6, 6:2, 2:6, 6:4. მატჩი სამ საათს და 15 წუთს გაგრძელდა.

ზაზა ფაჩულიას ბუღალტერმა სპორტსმენის კუთვნილი მილიონამდე დოლარი მიითვისა

პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მომდევნო რაუნდში ქართველის მეტოქე გახდება ამერიკელი ჯეკ სოკი (18), რომელმაც სამ სეტში არგენტინელ გვიდო ანდრეოცის (113) მოუგო — 6:0, 7:6, 6:2.

US Open 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 25 მილიონ 300 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალია.