თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ასპინძაში 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ხვილიშის ეკლესიასთან მოხდა. ადგილობრივების ცნობით პატარა მშობლებმა ეკლესიაში მოსანათლად მიიყვანეს და წირვის დასრულებას ელოდებოდნენ, როდესაც ბავშვმა გზაზე გადაირბინა.
დამნაშავე მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა, მან ბიჭი ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ასპინძის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადა ბავშვს თბილისში, კომპიუტერული გამოკვლევისთვის გადაიყვანს. ექიმების ცნობით პატარას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.