ტრაილერების შეჯახებამ ბათუმის ცენტრში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია

გზაზე მიმოფანტულია საშენი მასალა, რომელიც ტრაილერიდან შეჯახების შედეგად გადმოიყარა.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ორი ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს ბათუმში თამარ მეფის ქუჩაზე, იუწყება აჭარის ტელევიზია.

საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან 54 - სიმთვრალის გამო

ტელეარხის ინფორმაციით, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.

ქუჩაზე მოძრაობა იმის გამო შეიზღუდა, რომ გზაზე მიმოფანტულია საშენი მასალა, რომელიც ტრაილერიდან შეჯახების შედეგად გადმოიყარა.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.