საქართველომ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველ ტურში გაიმარჯვა

ქართველმა მომღერალმა მუსიკალური კონკურსის ჟიური ძლიერი ვოკალით და არტისტულობით გააოცა
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა სალი მირიანაშვილმა კონკურსზე „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო — კონკურსის პირველ ტურში ჟიურიმ მას 99 ქულა დაუწერა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ვინ წარადგენს საქართველოს ბათუმში მუსიკალურ კონკურსზე

მაღალი ქულები ასევე მიიღებს ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა. კონკურსის პირველ ტურში მომღერლებს მსოფლიო ჰიტი ინგლისურ ენაზე უნდა ემღერათ. მეორე ტურში ყველა მონაწილეს ქართულად სიმღერა მოუწევს. მესამეში კი ყველა მშობლიურ ენაზე იმღერებს.

„ემოციებით ვარ სავსე. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ვგრძნობდი და მჯეროდა. საქართველოდან გამარჯვებას არავის გავატან“, — განაცხადა მირიანაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

Музыкальный фестиваль "Найти звезду Шелкового пути"

საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში რამდენიმე ქვეყნის კულტურული მოღვაწეები შევიდნენ. რუსეთს ჟიურიში მსახიობი პაველ ბარშაკი წარმოადგენს.

ფესტივალზე "აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" 14 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ >>

პროექტი 26 აგვისტოს დაიწყო. მისი მონაწილეები არიან ახალგაზრდა შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან და აბრეშუმის გზის სხვა ქვეყნებიდან.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველო“ კონკურსის „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ საინფორმაციო პარტნიორია.