ბათუმში სიმამრმა სიძე დაჭრა

შემთხვევის სავარაუდო მიზეზად სიძე-სიმამრს შორის ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. გუშინ გვიან ღამით ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სიძე-სიმამრს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც სიმამრმა სიძეს მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები დამნაშავის დასაკავებლად.