ჭიდაობა: რა მიზეზით აღარ მიიღებს კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი ჩემპიონატში მონაწილეობას

დათუნაშვილი გუნდს აგვისტოს დასაწყისში ჩამოშორდა და მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინდივიდუალურად ემზადება.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატის სამზადისი კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა მწვრთნელთა არაობიექტური დამოკიდებულების გამო დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

განცხადება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დღეს გაავრცელა. ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოქტომბერში ჩატარდება.

დათუნაშვილი გუნდს აგვისტოს დასაწყისში ჩამოშორდა და მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინდივიდუალურად ემზადება.

ამ ეტაპზე კონფლიქტის დეტალების შესახებ საუბარს მოჭიდავე თავს არიდებს.

თბილისში დაჭრეს ევროპის ორგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

„მიზეზი მწვრთნელთა სუბიექტური დამოკიდებულება იყო. დანარჩენის დაკონკრეტება აღარ მსურს. ველაპარაკე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც საკითხის განხილვას დამპირდა და ველოდები”, – ამბობს დათუნაშვილი.

დათუნაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი და ლონდონისა და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი 2017 წლის მაისის დასაწყისში სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში გამართულ ტურნირზე გახდა. ფინალში 25 წლის დათუნაშვილმა ბელარუსი რაძიკ კულიევი დაამარცხა ანგარიშით 4:2, ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული დაიცვა და ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინის XXII საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილმა 82 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რატომ დატოვა თანამდებობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა >>

2017 წლის 13 მაისს დათუნაშვილი თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტის დროს დაშავდა ზურაბ დათუნაშვილის ძმაც — გიორგი, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.