მუსიკის სამი დღე: მომღერლები 14 ქვეყნიდან ბათუმში კონკურსზე ჩამოვიდნენ

მუსიკალური ფესტივალის მონაწილეები საკონკურსო გამოსვლებამდე აქტიურად მეცადინეობენ
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. 14 ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

პროექტი 26-დან 28 აგვისტომდე გაიმართება. მისი მონაწილეები იქნებიან ახალგაზრდა შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან და აბრეშუმის გზის სხვა ქვეყნებიდან.

ვინ წარადგენს საქართველოს ბათუმში მუსიკალურ კონკურსზე

„ეს კონკურსი 14 ქვეყნის შემსრულებლებს შეკრებს, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი გეგმები განვახორციელოთ. იქნება სამი საკონკურსო დღე, სადაც მომღერლები შეასრულებენ საერთაშორისო, ქართულ ჰიტებს, ასევე თავიანთი ქვეყნის სიმღერებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ „Sputnik-საქართველოს“ ამ ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, — განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო შალამბერიძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც საერთაშორისო კონკურსის გახსნას მიეძღვნა.

რუსეთს კონკურსზე წარმოადგენს მომღერალი კამილა იზმაილოვა, საქართველოს — სალი მირიანაშვილი. ყველა მონაწილე აქტიურად გადის რეპეტიციებს და მომზადებულ მასალას იმეორებს. მონაწილეთა აზრით, ყველაზე ამაღელვებელია ქართული სიმღერის შესრულებაა. ისინი ხვეწენ ქართულ გამოთქმას და აღიარებენ, რომ მათთვის ეს საკმაოდ რთულია.

აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი: საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება >>

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი უნიკალური შესაძლებლობა წარვადგინო ჩემი ქვეყანა თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. დიდი ხანია ვოცნებობდი საქართველოში მოხვედრას და როგორც იქნა, ჩემი ოცნება ასრულდა“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე უკრაინის წარმომადგენელმა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველო“ კონკურსის „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ საინფორმაციო პარტნიორია.