თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 30 აგვისტოს აზერბაიჯანში ვიზიტით გაემგზავრება, იუწყება Новости-Грузия საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ვიზიტი 30 აგვისტოს შედგება. ეს იქნება პრემიერის ოფიციალური ვიზიტი“, — განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
ვიზიტის სხვა დეტალები, როგორც ქართველი პრემიერის დღის წესრიგი ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
თავის მხრივ, „Sputnik-აზერბაიჯანი“ Report-ზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შეხვედრებზე განიხილება ქვეყნებს შორის სტრატეგიული საპარტნიორო კავშირების შემდგომი განმტკიცება, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, მსხვილმასშტაბიანი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პერსპექტივები.
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს სექტემბერში ეწვევა >>
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. მას შემდეგ, ქვეყნები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კუთხით. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია — ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონ დოლარი შეადგინა.