თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უშგულში ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 46 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა დღეს, სოფელ ახალდაბასთან მოხდა. მამაკაცს ჯერ მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შემდეგ ტრაილერი დაეჯახა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დასაკავებლად.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2018 წლის პირველ კვარტალში 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 54 კი სიმთვრალით იყო გამოწვეული.